ქართული ენისა და ლიტერატურის წრის რეფლექსია

სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითის საჯარო სკოლის
                                         მასწავლებელ  ნინო გოგიაშვილის
                     ქართული ენისა და ლიტერატურის წრის რეფლექსია

ქართული ენისა და ლიტერატურის უკეთ სწავლების მიზნით შევქმენი ქართული ენისა და ლიტერატურის წრე. შევარჩიე წრის სახელწოდება ,,ჩვენი ენა ქართული.“ წრის შექმნის მიზანი იყო მოტივაციის ამაღლება,მეტი ინფორმაციის მიწოდება და ცოდნის გაღრმავება ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ინფორმაცია წრის შექმნის  შესახებ გავაცანი მეოთხე კლასის მოსწავლეებს.მათ დადებითად შეაფასეს წრის შექმნა და თანხმობა გამოთქვეს ჩართულიყვნენ საწრეო მუშაობაში. განვსაზღვრე საწრეო მუშაობის პროფილი, შევადგინე პროგრამა,დავსახე მიზანი და თემები შესაბამისი აქტივობებით.
 საწრეო მუშაობა გაგრძელდა  2018-2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრში კვირაში  ერთჯერ, ორშაბათ დღეს. თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა განისაზღვრებოდა ერთი აკადემიური საათით. წრის მუშაობისას გამოყენებული აქტივობები და რესურსები ემსახურებოდა საწრეო მუშაობის მიზნის მიღწევას. თითოეული აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად. წრის მუშაობისას გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა მოთხოვნილებები და საჭიროებები, ინდივიდუალური შესაძლებლობები და მოტივაცია.საწრეო მუშაობის პროგრამა ხანგრძლივობა,  შეხვედრები განრიგი და ამსახველი ფოტო-მასალა ეტაპობრივად ავტვირთე პერსონალურ ბლოგზე, რომლის მისამართია: ninoqartulieniswre.blogspot.com
დაგეგმილი აქტივობების განხორციელებამ დადებითი შედეგი გამოიღო.წრეში გაერთიანებულ მოსწავლეთა მოტივაციის დონე გაუმჯობესდა,რამაც ხელი შეუწყო მიღებული ცოდნის განმტკიცებას და პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად განრიგის მედვით. განუხორციელებელი აქტივობა არ ყოფილა.პროგრამის მოდიფიცირება საწრეო მუშაობისას საჭირო არ გამხდარა.
საწრეო მუშაობისას დასახულ მოზანს მივაღწიე.განხორციელებული აქტივობები იყო მათთვის საინტერესო და მრავალფეროვანი.ვთვლი, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის წრის ჩამოყალიბება და მუშაობა მნიშვნელოვანი და აქტუალური იყო. ამის საფუძველს კი  საწრეო მუშაობაზე დასწრების და ჩართულობის მააღალი აქტივობა მაძლევს.                                                                                                                   
   
            ნ.გოგიაშვილი                                                                                    12.06.2019

Comments

Popular posts from this blog

01.04.2019 წრის მეცადინეობა N-10

10.06.2019 წრის მეცადინეობა N-19