ქართული ენისა და ლიტერატურის წრის რეფლექსია
სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითის საჯარო სკოლის მასწავლებელ ნინო გოგიაშვილის ქართული ენისა და ლიტერატურის წრის რეფლექსია ქართული ენისა და ლიტერატურის უკეთ სწავლების მიზნით შევქმენი ქართული ენისა და ლიტერატურის წრე. შევარჩიე წრის სახელწოდება ,,ჩვენი ენა ქართული.“ წრის შექმნის მიზანი იყო მოტივაციის ამაღლება,მეტი ინფორმაციის მიწოდება და ცოდნის გაღრმავება ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ინფორმაცია წრის შექმნის შესახებ გავაცანი მეოთხე კლასის მოსწავლეებს.მათ დადებითად შეაფასეს წრის შექმნა და თანხმობა გამოთქვეს ჩართულიყვნენ საწრეო მუშაობაში. განვსაზღვრე საწრეო მუშაობის პროფილი, შევადგინე პროგრამა,დავსა...