საწრეო მუშაობის პროგრამა ქართულ ენასა და ლიტერატურაში
წრის სამუშაო პროგრამა /განრიგი
წრის სახელწოდება:
,,ჩვენი ენა ქართული“
მასწავლებელი
: ნინო გოგიაშვილი
სკოლა : სსიპ ზესტაფონის
მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითის საჯარო სკოლა
კლასი: IV
წრის მოკლე დახასიათება:
თემა: საწრეო მუშაობა
, როგორც საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა.
მიზანი: მოსწავლეებში
ქართული ენის სწავლების ამოცანების წარმოდგენა ინტეგრირებული, კოორდინირებული სახით.
ამიტომ მოსწავლეებს
ვთავაზობთ მიზნობრივად შედგენილ ისეთ სავარჯიშოებს, რომლებიც ეყრდნობა ლექსიკურ და
გრამატიკულ ასპექტებს და ორიენტირებულია მოსწავლის დამოუკიდებელ მუშაობაზე , სწორედ
ასეთი სავარჯიშოების შესრულება დაეხმარება მოსწავლეებს ქართული ენის საკითხების ღრმად
შესწავლაში.
ქართულის წრის ,,ჩვენი ენა ქართული“ მთავარი დანიშნულებაა მოსწავლეთა
მოტივაციის ამაღლება , მეტყველებისა და წერის კულტურის დაუფლება, მხატვრული ტექსტის
გააზრება-გაანალიზება და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, დადებითი და უარყოფითი
მოქმედი პირების მოძებნაც, მათდამი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ასახვა.
წრის მეცადინეობის გეგმა
2018-2019 სასწავლო
წელი პირველი სემესტრი
1. ვსწავლობთ ტექსტის
კითხვას 4 საათი 25-26 ოქტომბერი ,1-2 ნოემბერი;
2. არსებითი სახელების
მართლწერა 2 საათი 8-9 ნოემბერი ;
3. რა განძი გვქონია 4 საათი
15-16 ,22-30 ნოემბერი;
4. ზედსართავი სახელის
მართლწერა 2 საათი 6-7 დეკემბერი;
5. გაზეთის ,,ფეხზე
დაგიდგები ჩემო საქართველო“ გამოცემა 3 საათი
13-14-20 დეკემბერი.
Comments
Post a Comment